გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის 24, 26 და 30 წლის ქართველები დააკავეს. ადგილობრივი მედიისცნობით, მძარცველები სიგარეტის კოლოფებს სპორტულ ჩანთაში ათავსებდნენ.
ისინი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს