გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ – პრემიერი

გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ – პრემიერი
კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ამ კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით მე პირადად ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ზოგადად ვიტყვით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში, გამჭვირვალობას არ აქვს, ბუნებრივია, ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, მან განაცხადა, რომ არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ანუ, უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი და შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში არის ეს ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი