კალცონამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Dazn-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით “პარტენოპეის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია.
“ნაპოლისთან” ჩემი კონტრაქტი ივნისში იწურება, იცით, რომ სლოვაკეთის ნაკრებთან შეთანხმება მაქვს. ნეაპოლი იყო და არის მთელი ჩემი ცხოვრება. მინდა, რომ აქაურობა გახარებულმა დავტოვო, რაც შეეხება დე ლაურენტისს, მას თანამშრომლობის გაგრძელება არ შემოუთავაზებია”, – განაცხადა კალცონამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, “პ
არტენოპეი” მომდევნო ტურის მატჩს 14 აპრილს, “ფროზინონეს” წინააღმდეგ გამართავს.