გერმანია უკრაინას 1,3 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს გამოაცხადა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.
პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა და 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გერმანიამ უკრაინას Iris-T ტიპის სისტემები გამოუყო.
მთლიანობაში გერმანია გეგმავს, უკრაინას გადასცეს 12 საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T. სამი სისტემა უკვე მიწოდებულია, მეოთხეს კი ამ ზამთარში მიიღებს. 2024 წლის განმავლობაში უკრაინას კიდევ ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცემა. დახმარების ახალ პაკეტში შესული Iris-T SLM სისტემების მიწოდება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.
დახმარების პაკეტში ასევე შედის 60 სადაზვერვო დრონი, დრონების წინააღმდეგ საბრძოლველი 20-ზე მეტი რადარი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.
გერმანული თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენება რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქების დასაცავად. რუსეთის თავდასხმებისას Iris-T-ის მეშვეობით დაჭერილია მრავალი რაკეტა და დრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში