საზავო შეთანხმებისთვის მზადების ფონზე, ისრაელმა იპოვა ღაზაში მოკლული მძევლის ცხედარი

ისრაელის არმიამ 6 აპრილს გამოაცხადა, რომ იპოვა ღაზაში მოკლული მძევლის, 47 წლის ფერმერის, ელად კაცირის ცხედარი – იმ ფონზე, როცა მომლაპარაკებლები ემზადებიან სამშვიდობო და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებების მისაღწევი მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის.
ს არმიის ვარაუდით, კაცირი იანვარში მოკლეს “ისლამური ჯიჰადის” ექსტრემისტებმა – ერთ-ერთი ჯგუფის, რომელიც 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეიჭრა, რამაც ბიძგი მისცა ღაზაში -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომს. 7 ოქტომბრის თავდასხმას ემსხვერპლა 1200-ზე მეტი ადამიანი, მძევლად აიყვანეს 250-მდე პირი.
კაცირის ცხედრის აღმოჩენით კიდევ უფრო გაიზარდა ზეწოლა ისრაელზე მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად. მძევალთა ოჯახების წევრები შიშობენ, რომ დრო იწურება, დადასტურებულია სულ მცირე 36 მძევლის სიკვდილი, გათავისუფლდა თავდაპირველი რაოდენობის დაახლოებით ნახევარი.
ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებულ ომს ამ დროისთვის ემსხვერპლა 33 137 ადამიანი – აცხადებს ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მონაცემი არ აკონკრეტებს მსხვერპლის რაოდენობას სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს შორის, თუმცა სამინისტრო აცხადებს, რომ დახოცილთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის