ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნიგოვის ოლქში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნიგოვის ოლქში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
„შევხვდი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას – წარმოდგენილი იყო ორივე პარტია, კონგრესის ორივე პალატა. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები პირადად ხედავენ რა ხდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონებში, რომლებსაც რუსი ტერორისტები ბომბავენ და რომლებმაც რუსული ოკუპაცია გადაიტანეს. კონგრესმენებთან შეხვედრა გუშინ სწორედ ჩერნიგოვის ოლქში ჩავატარე…
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი დახმარების შესახებ, რუსული ტერორისგან დაცვისთვის შესაბამისი პაკეტის შესახებ და ჩვენი შემდგომი აქტიური ქმედებებისთვის გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რაც ნამდვილად გაამყარებს უკრაინას და მთლიანად სიცოცხლეს,” – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტი, და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები – ვაილი ნიკელი, ტომ სუოზი, მაიკლ კუიგლი და რესპუბლიკელი წევრები – ეშლი გინსონი და ჩაკ ედვარდსი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?