“რეალ ბეტისის” თბილისის აკადემიისთვის 4-11 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღებია. ჩვენს აკადემიაში ჩამოდიან ცენტრალური აკადემიის სპორტული დირექტორი და “ბეტისის აკადემიის” მეთოდოლოგისტი და “ბეტისის” საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი. მათთან ერთად საქართველოში ჩამოდის ბეტისის ქართული ფილიალის დამფუძნებელი, გიორგი ჩანადირი.
მოწვეული სტუმრები, Juan Parra Ochavo და Álvaro César ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან “რეალ ბეტისისის” ქართული ფილიალის სავარჯიშო პროცესს და ჩაატარებენ მასტერკლასებს აკადემიის წევრებისთვის. გარდა შიდა აკადემიის შეხვედრებისა, დაგეგმილია შეხვედრები რეგიონსა და თბილისში უმაღლესი ლიგის კლუბებთან, ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებთან.
“რეალ ბეტისის” თბილისის აკადემია 2022 წელს ოფიციალურად
გაიხსნა საქართველოში.
ამჟამად ჩვენ გვაქვს 2 ფილიალი წყნეთსა და მარშალ გელოვანის გამზირზე.
აკადემიის ფილოსოფია და სავარჯიშო მეთოდოლოგია სრულად ეყრდნობა “რეალ ბეტისის” კომპეტენციას. ჩვენი მიზანი საქართველოში ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვა და აკადემიის აღსაზრდელების უმაღლეს დონეზე მომზადებაა.
ჩვენ ოფიციალურად ვაკავშირებთ ქართულ და ესპანურ ფეხბურთს ერთმანეთთან. ზემოხსენებულ პირებს აქვთ საკმაოდ დიდი გავლენები და კონტაქტები ესპანურ ფეხბურთში, ახლახანს გვქონდა პირველი ოფიციალური გასვლა ესპანეთში, სადაც გავიცანით აღნიშნული პირები (აკადემიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად) და საკუთარი თვალით ვნახე ის დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ.
“რეალ ბეტისი” საქართველო