სეიმის წევრი ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს

ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდ კოლსი სთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს.
ასე გამოეხმაურა რიჰარდ კოლსი ს მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. მან ოდიშარიას განცხადებას „ამაზრზენი“ უწოდა.
„ბექა ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. უპატივცემულობაა ასე გაგრძელება. საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს“, – წერს რიჰარდ კოლსი X-ზე.
ამასთან ,რიჰარდ კოლსი ეხმაურება „ქართული ოცნების“ ინიციირებულ კანონპროექტს გრანტის მიმღებ ორგანიზაციებზე და ამბობს, რომ ის ს მოდელით არის შექმნილი.
„საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობის სასარგებლოდ“, – წერს რიჰარდ კოლსი X-ზე.
გუშინ, 3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან საუბრობდა, ოდიშარიამ დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.
მეორე დღეს კი ბექა ოდიშარია ქალ კოლეგას, სალომე სამადაშვილს დაემუქრა.