რუსული დრონით თავდასხმამ ხარკივში 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

რუსეთი უკრაინაზე საჰაერო შეტევას აგრძელებს. ამჯერად თავდასხმა ხარკივზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 4 სამოქალაქო პირი, ხოლო 350,000-ზე მეტი მოსახლე უშუქოდ დარჩა.
ხარკივი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც რუსეთის საზღვარს 30 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქი დაბომბვების ხშირი სამიზნეა.
გუბერნატორმა ოლეჰ სენიჰუბოვმა თქვა, რომ თავდასხმისას, სამი მაშველი მოკლეს. გუბერნატორისვე თქმით, დაშავდა 12 ადამიანი, მათგან სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას “საზიზღარი და ცინიკური” უწოდა და მოუწოდა უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას მეტი შეიარაღება მიაწოდონ.
ხარკივის გუბერნატორის თქმით, რუსეთმა მინიმუმ 15 დრონი გამოიყენა ხარკივზე საჰაერო თავდასხმისთვის. თუმცა, ხარკივი არ ყოფილა ერთადერთი სამიზნე. უკრაინის ოფიციალური წყაროების თქმით, რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონიდან, უკრაინულმა ძალებმა 11-ის ჩამოგდება მოახერხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?