შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ განვითარებას მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩო გაიხსნა. ყურადღება გამახვილდა მზარდ საპარლამენტო კავშირებზე.
შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიული მხარისადმი მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე.
ელჩმა თავმჯდომარეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული კომისიის პოზიტიური რეკომენდაცია მიულოცა.
მან აღნიშნა, რომ ნორვეგია მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ისაუბრა ამ გზაზე საქართველოს ძირითად მიღწევებზე. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონული მშვიდობის დამყარების პროცესში.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა საქართველოში მისი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის