არგენტინის პრეზიდენტმა დამატებით 15 000 საჯარო სამსახური გააუქმა

არგენტინის პრეზიდენტმა მ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ საჯარო სამსახურების რაოდენობა 15 000-ით შეამცირა. სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე პირების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მილეის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. მანამდე, არგენტინის პრეზიდენტმა საჯარო სამსახურიდან 9 000 ადამიანი გაათავისუფლა.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა მანუელ ადორნიმ საჯარო სამუშაო ადგილების შემცირება პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მისი თქმით, არგენტინის გაბერილ საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირება მილეის დანაპირების შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
“ეს იმ ძალისხმევის ნაწილია, რასაც ჩვენ სახელმწიფო დანახარჯების შემცირებისთვის ვაკეთებთ”. – თქვა ადორნიმ, ხოლო სამსახურიდან გაშვებული პირები გადასახადების გადამხდელების ტვირთად მოიხსენია.
მილეის მხრიდან სამუშაო ადგილების შემცირებას მალევე გამოსვლები მოჰყვა, მათ შორის იმ პირების მონაწილეობითაც, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ამასთანავე, ქვეყნის პროფკავშირები საყოველთაო გაფიცვის მოწყობით იმუქრებიან.