სამადაშვილი: აუცილებლად მიმაჩნია, ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა

ლელოს დეპუტატი მოითხოვს, რომ პარლამენტის დეპუტატებმა, ქართული ოცნების წევრმა მ და გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა დღესვე გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება.
სამადაშვილმა შეკითხვით მიმართა გირჩის წევრს სანდრო რაქვიაშვილს, რომელიც სესიაზე კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავდა.
მან რაქვიაშვილს ჰკითხა, გუშინ დეპუტატების მიერ ქალების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარების შემდეგ, მიიჩნევს თუ არა აუცილებლად ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას?
“თქვენთან შეკითხვა მაქვს მე, როგორც პარლამენტის წევრთან – მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგისგან მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან. იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა? მოითხოვთ თუ არა? მე აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და მეგრელიშვილმაც დღესვე და ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს”- თქვა სამადაშვილმა.
სამადაშვილმა შემდეგ ამავე კითხვით მიმართა ოცნების დეპუტატებსაც:
“მე მაქვს შეკითხვა თქვენთან – ბექა ოდიშარია ფხიზელ მდგომარეობაში დადის პარლამენტში თუ ნარკოტიკული ნივთიერებების, კონკრეტულად კი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ? ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა. ქართველი ხალხისთვის ალბათ უფრო შეურაცხმყოფელი მოვლენა რაც გუშინ მოხდა პარლამენტში, მე არ მახსენდება. ამიტომ, მოვითხოვ, ოდიშარია შემოწმდეს და ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს” – თქვა სამადაშვილმა.
ქალების მიმართ შეურაცმხყოფელი და სექსისტური კომენტარები გააკეთა გირჩს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც.
“მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ. უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?” – თქვა მეგრელიშვილმა
***
პარლამენტში კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, რასაც 3 აპრილს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო.
არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.