ზარქუა ოდიაშარიაზე: კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში?

· 187
·
·
ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ.
კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე.
ასე ცდილობს ქართული ოცნების წევრი, თანაგუნდელის, ს გამართლებას, რომელმაც ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი და უხამსი რეპლიკები გამოიყენა.