რუსებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაიღუპა სამი მაშველი

ხარკოვზე დრონებით განმეორებითი თავდასხმის შედეგად სამი მაშველი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვსა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამი გარდაცვლილია, წინასწარი ინფორმაციით – ყველა მათგანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად მივიდნენ“, – აღნიშნა ხარკოვის მერმა.
ოლეგ სინეგუბოვმაც დაადასტურა, რომ სამივე დაღუპული მაშველია.
„ხარკოვზე ოკუპანტების მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმის დროს სამი მაშველი დაიღუპა“, – აღნიშნა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ დაშავებულია კიდევ ერთი მაშველი.