ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის გაიმართა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა – უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია იყო წარდგენილი.
„კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით შემდეგი 5 წლის ვადით ისევ ჯემალ გამახარია აირჩიეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.