შოთა შალელაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა უფრო ძლიერ დემოკრატიას და კოალიციურ მმართველობას ნიშნავს, რაც სწორედ მათი ჩამოშლის პირდაპირპროპორციულია

დეოლოგარქიზაცია საქართველოში იქნება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, არჩევნების გზით კოალიციური მმართველობით შეიცვლება. ამის შესახებ ნათქვამია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევა უფრო ძლიერ დემოკრატიას და კოალიციურ მმართველობას ნიშნავს, რაც „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პირდაპირპროპორციულია.
“სახეზეა ივანიშვილის და მისი გუნდის ავტორიტარული ხასიათის მორიგი გამოვლინება. ასე მაშინ იქცევა, როცა რეალურად ხედავს მარცხის მოახლოებას. იღებს აბსურდულ და გაუგებარ გადაწყვეტილებებს. დეოლოგარქიზაცია საქართველოში იქნება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, არჩევნების გზით კოალიციური მმართველობით შეიცვლება. ვინ, თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ კარგად იცის, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა უფრო ძლიერ დემოკრატიას და კოალიციურ მმართველობას ნიშნავს, რაც სწორედ მათი, „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პირდაპირპროპორციულია. შემოწირულობის თავისუფლების შეზღუდვა კი ნიშნავს დარტყმას დემოკრატიასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და აძლიერებს “ოცნების” მონოპოლიას. თავისუფლება და დემოკრატია კი “ქართული ოცნებისათვის” ყველაზე დიდი მტერი და კოშმარული სცენარია“, – აცხადებს შალელაშვილი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”