ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვაზე – ომის დროს ეს ხდება – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ განმეორდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 7 მუშაკის დაღუპვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომის დროს ეს ხდება“.
„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ძალებმა უნებლიედ დაარტყეს უდანაშაულო ადამიანებს ღაზის სექტორში. ეს ხდება ომის დროს. ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ მას, გვაქვს კონტაქტები მთავრობებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ს სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, -ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ