უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის მომავლის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” თამაშობს.
“წიტაიშვილი კიევის “დინამოს” ეკუთვნის და იძულებული იქნება დაბრუნდეს, რათა კიევურ კლუბთან კონკრეტული ვალდებულებები შეათანხმოს, რადგან მოქმედი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება, მაგრამ თუ ფიფას წესი გაგრძელდა, რომლის მიხედვით უცხოელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება აქვთ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდეს.
წიტაიშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გავიდა, ჩემპიონატის შემდეგ კიევის “დინამოში” დაბრუნდება, მერე კი საკითხი
გადაწყდება”, – განაცხადა ციგანიკმა თავისი საავტორო პროგრამის ეთერში.