დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰააგას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
2 აპრილს, დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა და მინისტერიალში, „სამართლიანობის აღდგენა ში“ მონაწილეობას მიიღებს, სადაც უკრაინის ტერიტორიაზე ს მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტაციისა და გამოძიების შედეგებს განიხილავენ.
„ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შემდგომ ნაბიჯებს დაეთმობა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჰააგაში ვიზიტის ფარლებში, დმიტრო კულება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰანკე ბრუინს სლოტს შეხვდება.