კრემლი ჰავანის სინდრომთან კავშირს უარყოფს. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამ საკითხს მედია წლების განმავლობაში უკავშირებდა რუსეთს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.
“არავის არასდროს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რამე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ. ეს სხვა არაფერია, თუ არა მედიის უსაფუძვლო ბრალდებები”.
***
მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiegel ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს. მტკიცებულებების თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ცნობილი, როგორც ჰავანის სინდრომი, შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული.