წინასწარი შედეგებით, თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური ს წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას – “რესპუბლიკური სახალხო პარტიას” უპირატესობა აქვს მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ანკარა და სტამბოლი.
არჩევნების შედეგები დარტყმაა პრეზიდენტს ერდოღანსითვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ დაიბრუნებდა კონტროლს. ის ხელმძღვანელობდა კამპანიას სტამბოლში, თუმცა “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ, რომელიც პირველად მერი 2019 წელს გახდა, მეორედ მოიპოვა გამარჯვება და ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.
დედაქალაქ ანკარაში, ოპოზიციის კანდიდატი – მანსურ იავაში იმდენად უსწრებდა თავის კონკურენტს ხმების 59%-ით, რომ მან გამარჯვება გამოაცხადა, როდესაც ხმების ნახევარზე ნაკლები იყო დათვლილი.
ერდოღანმა მარცხი აღიარა და თქვა, რომ 31 მარტი არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მან აღიარა, რომ მისმა პარტიამ – “სამართლიანობის და განვითარების პარტია”, ვერ მიიღო შედეგები, როგორიც სურდათ და რასაც ელოდნენ.