პალესტინის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

პალესტინის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მუჰამედ მუსტაფას ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის წინაშე ფიცი დადო.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ფიცის დადების ცერემონია რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გაიმართა.
ცერემონიის შემდეგ, მაჰმუდ აბასის თავმჯდომარეობით ახალი მთავრობის სხდომა გაიმართა.
„მიმდინარეობს მუშაობა არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან ღაზაზე ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენი პოლიტიკური მიზანია მივაღწიოთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ოკუპაციისგან გათავისუფლებას და ჩვენ ვმუშაობთ დაინტერესებულ არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად“, – აღნიშნა აბასმა.
მისი თქმით, ახალ მთავრობას მოუწევს ფოკუსირდეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და პალესტინის ეკონომიკის აღორძინებაზე.
შეგახსენებთ, პალესტინის მთავრობა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შტაიეს მეთაურობით, თებერვალში გადადგა. მუჰამედ მუსტაფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მარტის დასაწყისში დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები