ისრაელში დანით შეიარაღებული პირი IDF-ის ოფიცერს დაესხა თავს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ს ქალაქ ბეერ-შევას ცენტრალურ ავტოსადგურთან დანით შეიარაღებული პირი IDF-ის ოფიცერს დაესხა თავს. პოლიციის ცნობით, თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.
ახალგაზრდა კაცი მსუბუქად დაიჭრა და საავადმყოფოში სამკურნალოდ არის გადაყვანილი, ხოლო თავდამსხმელს ადგილზე სხვა სამხედრო პირმა ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
“ტერორისტი, რომელმაც დაჭრის თავდასხმა განახორციელა, ადგილზე განეიტრალდა”. – თქვა პოლიციამ.
ებრაულენოვანი მედიის თანახმად, თავდამსხმელი ბედუინების ქალაქ რაჰატის მცხოვრები იყო.