უკრაინელებმა რუსების ცხრა დრონი და ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელმა დამცველებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის ცხრა დრონი და ცხრა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას სარატოვის ოლქიდან, Ту-95мс სტრატეგიული თვითმფრინავიდან გაშვებული X-101/X-555 ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტითა, ოკუპირებული ყირიმიდან – „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან КАР Х-59 რაკეტით შეუტიეს.
ამასთან, რუსებმა რუსეთის პრიმორსკო-არხარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან „შაჰედის“ ტიპის 11 დრონი გაუშვეს.
უკრაინელმა სამხედროებმა 18 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: X-101/X-555 ტიპის ცხრა ფრთოსანი რაკეტა და Shahed-136/131 ტიპის ცხრა დრონი.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე მობილური საცეცხლე ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად