Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს

Pink Floyd-ის ალბომის “Dark Side of the Moon” 50 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ანიმაციის კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო £100 000 მოიპოვეს.
კონკურსის ფარგლებში სულ 10 გამარჯვებული ანიმაციის ავტორი გამოვლინდა, თუმცა მათგან ჟიურიმ სამი გამოარჩია, რომლებიც, მათი აზრით, განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებდნენ.
მე-3 ადგილზე Eclipse-ისთვის მონიკა ფიბიმ £25 000 აიღო. მეორე ადგილოსანი დეივიდ ჰორნი იყო Time-ის ანიმაციისთვის, ხოლო პირველ ადგილზე რატი დაბრუნდაშვილი და ნასტასია ნიკიტინა Brain Damage-ის ანიმაციით გავიდნენ.
“მე და ნასტასია ნიკიტინამ პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში.
ჯერ კიდევ შოკში ვართ…” – წერს რატი დაბრუნდაშვილი.
ვიდეოს აღწერაში რატი და ნასტასია წერენ, რომ ანიმაცია სიდ ბარეტის ხსოვნას მიუძღვნეს.