უცხოელმა დიპლომატებმა ყვავილები მიიტანეს მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერაქტის ადგილზე

30 მარტს მოსკოვში აკრედიტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა ყვავილები მიიტანეს მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის ადგილას. დიპლომატებს შორის იყვნენ -ის, ევროპის კავშირის ქვეყნების, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩები.
ს სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ დამსწრეთა შორის იყვნენ „არამეგობარი ქვეყნების“ წარმომადგენლებიც.
22 მარტს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში,“ რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარეობს, თავდასხმა განახორციელა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რის შედეგად 144 ადამიანი იქნა მოკლული.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი იტყობინება მოსკოვის ოლქის საგანგებო ვითარებათა სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ტერაქტის დროს დაშავებულთა რიცხვი 551-ია. AP-ის თანახმად, ადრე გამოცხადებული რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალი იყო და ეს განსხვავება ჯერ აუხსნელია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ (ხორასანი). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
რამდენიმე პირი დააკავეს ასევე ტაჯიკეთში. 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი: მადურომ ვენესუელაში არალეგიტიმური საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩაატარა – 25 მილიონ აშშ დოლარამდე ვზრდით ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაპატიმრებამდე მიგვიყვანს