მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს – არსებითად, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.
რჩევები ჩვენი შიდა საქმეა. გუნდის შიგნით რაზე ვსაუბრობთ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი რაზე ლაპარაკობს პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს შიდა სამზარეულოა.