“არავის მობილიზება შეუძლია პატიმრების გარდა” – ზელენსკი

“პუტინი ცდილობს, “კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთზე, მის მმართველზე საუბრისას.
“მას მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე, მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არავის მობილიზება არ შეუძლია პატიმრების გარდა. მას მუდმივი საპასუხო ქმედებები სჭირდება, რომლებსაც მისი საზოგადოების მობილიზება შეუძლიათ უკრაინის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?