რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა

29 მარტს, გამთენიისას ს სამხედრო ძალებმა დაიწყეს ზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოსახლეობა ღამის სამის ნახევრისთვის გააფრთხილა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
დილის შვიდი საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები მოხდა დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის და ლვოვის ოლქებში. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინაზე რუსეთის ინტენსიური სარაკეტო შეტევის გამო ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ, ნატოს წევრ პოლონეთს. შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაიგზავნა პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია.