არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პედროს ტერორისტი უწოდა. კოლუმბიიდან ზოგიერთი არგენტინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს.
მილეიმ გუსტავო პედროს ” მკვლელი ტერორისტი” CNN-თან ინტერვიუში უწოდა. ამავე ინტერვიუში მილეიმ მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორს უვიცი უწოდა.
მილეიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მემარცხენე პეტროს პრეზიდენტობის პერიოდში კოლუმბია შესაძლოა ვენესუელას ან კუბას დაემსგავსოს და კოლუმბიაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.
“ვენესუელაში ხოცვა-ჟლეტაა, სრულიად მოულოდნელია, იგივე ხდება ციხე-კუნძულ კუბაზე, და არიან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ამ გზაზე არიან, როგორიცაა კოლუმბია პედროს პრეზიდენტობის დროს. მაგრამ ბევრს არ ელი ადამიანისგან, ვინც მკვლელი ტერორისტი იყო, არა?” – თქვა ხავიერ მილეიმ.
გუსტავო პედრო 1980-იან წლებში M-19-ის პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო. ამ ჯგუფმა 1985 წელს ბოგოტაში იუსტიციის სასახლე დაარბიეს. ამ დროს გუსტავო პედრო ციხეში იყო.