ს შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, ს თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად,გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი,ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებებისპოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა – ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის