“სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება” – კალაძე

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო გააერთიანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე ალბათ ჩვენი შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება.
2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა“, – თქვა მ.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში