დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 მარტს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სუნდუკიანის, რომის, მაზნიაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ და გია ქურდიანების და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის და საბურთალოს რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გივი სვანიძის, უნივერსიტეტის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მიშველაძის, წერეთლის, ოთარ ლორთქიფანიძის და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა მოწამე ვასილისკოს, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ფაღავას, ხერხეულიძის, ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, კალისტრატე ცინცაძის, ყავლაშვილის, ლეონიძის, დადიანის, პუშკინის, ოქრომჭედლების, კოტე აფხაზის, ვერცხლის, ალექსანდრე დიუმას, ავლევის, ლერმონტოვის, აბესაძის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, საიათნოვას, ვახტანგ ბერიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე