საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ს საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა – ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.