მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხეო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.
„შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხელ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი როლი უკავია.
სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს, შეხვედრისთვის, მადლობა გადაუხადეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში, აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის ასოციაციისა და კლინიკების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.