თბილისში საბერძნეთის ნაკრებს 500-მდე ქომაგი გაამხნევებს

საბერძნეთის ნაკრებს თბილისში, ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში 500-მდე ქომაგი გაამხნევებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა gazzetta.gr-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საბერძნეთის ნაკრებისთვის ეს ადვილი მატჩი არ იქნება, რადგან 55 000-იან სტადიონზე შესასვლელი ყველა ბილეთი ქართველმა გულშემატკივრებმა ექვს საათზე ნაკლებ დროში იყიდეს.
„საბერძნეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 26 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ელადელები საქართველოს ნაკრებს შეხვდებიან და გერმანიაში წამსვლელი გუნდის ვინაობას ეს მატჩში გაარკვევს. საბერძნეთის ნაკრებისთვის ეს ადვილი მატჩი არ იქნება, რადგან 55 000-იან სტადიონზე შესასვლელი ყველა ბილეთი ქართველმა გულშემატკივრებმა ექვს საათზე ნაკლებ დროში იყიდეს. რა თქმა უნდა, ქომაგები საბერძნეთის ნაკრებსაც გაამხნევებენ – „დინამო არენის“ ტრიბუნებზე ეროვნულ ნაკრებს 500-მდე ბერძენი დაუჭერს მხარს.– წერს ბერძნული გამოცემა.