შეტყობინების შემდეგ, პეტერბურგში სავაჭრო ცენტრის, მოსკოვში კი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა

მოსკოვში პიროგოვის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო და ქირურგიულმა ცენტრმა, სადაც კროკუს სითი ჰოლში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებულებიც მკურნალობენ, ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც ამბობდნენ, რომ შენობაში დამონტაჟებული იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის ტაიმერიც 40 წუთზე იყო დაყენებული. შენობიდან 700-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა და ადგილზე სპეცსამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ინფორმაცია ტელეგრამ-არხმა Mash-მა გაავრცელა.
პარალელურად, სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მედია Фонтанка წერს, რომ ქალაქში ევაკუაცია ჩატარდა სავაჭრო ცენტრ პასაჟში.
სავაჭრო ცენტრის დირექტორმა მედიას უთხრა, რომ მიიღეს ზარი, რომელშიც უთხრეს, რომ შენობაში ბომბი იყო. შენობასთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მივიდა.
ამ ცნობების შემდეგ არ გავრცელებულა ახალი ინფორმაცია, იპოვეს თუ არა ასაფეთქებლები ერთ, ან მეორე შენობაში, თუ ეს ცრუ შეტყობინებები იყო.
ს ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.