„ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი – ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს

ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს – ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს საპყრობილიდან გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრმა, ბექა ქორჩილავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „პირადი ტყვე“.
„მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლებმა შიდა ქართლიდან ათასობით ხელმოწერა შევაგროვეთ ერთადერთი მოთხოვნით – მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, რომელიც არის პუტინის და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. დღევანდელ კოლონას ვუერთდებით, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს, ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლოს“, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ