ვეტოდაძლეულ „საარჩევნო კოდექსს“ პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი, პრეზიდენტმა ხელმოწერაზე უარი თქვა

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა დაადო ვეტო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ინფორმაცია ფეისბუკზე პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა.
საქართველოს კანონმდებლობით, ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტი პრეზიდენტს უგზავნის – იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის ხელმოწერაზე, კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ იძენს სამართლებრივ წონას.
„ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა“, – აცხადებს .
საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. პარლამენტის მიერ 20 თებერვალს მიღებული შესწორებებით, იცვლება ს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.
საქართველოს პარლამენტმა 19 მარტს 78 ხმით დაძლია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.

ასევე დაგაინტერესებთ