ესპანეთის სასამართლომ ტელეგრამის გამოყენება შეაჩერა

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ შაბათს მყისიერი შეტყობინებების აპლიკაციის, Telegram-ის გამოყენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც საავტორო უფლებებით დაცული ვიზუალური და აუდიო შინაარსის არაავტორიზებული გამოყენებაა.
ეროვნული სასამართლოს მოსამართლე სანტიაგო პედრაზმა ტელეკომპანიების Mediaset-ის, Atresmedia-სა და Movistar Plus-ის ბრალდება შეაფასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ხარვეზები აღიარა.
მან დაავალა Vodafone, Orange, Digi, Movistar, MasMovil და სხვა სატელეფონო ოპერატორებს ესპანეთში, Telegram-ის გამოყენება რაც შეიძლება მალე შეაჩერონ.
ბრალდებებზე მიმდინარე გამოძიების მიუხედავად, მან აღკვეთის ღონისძიების სახით Telegram-ის გამოყენების შეჩერება მიიღო.
ამჟამად ესპანეთში Telegram-ის გამოყენება გრძელდება, თუმცა სავარაუდოდ ის მალე დაიხურება.
პედრაზის გადაწყვეტილებას სხვადასხვა მხარის კრიტიკა მოჰყვა.
მომხმარებელთა ასოციაცია, Facua, ამტკიცებდა, რომ არაპროპორციული გადაწყვეტილება მილიონობით მომხმარებელს, კომპანიას, ორგანიზაციას და საჯარო თუ კერძო სუბიექტებს მნიშვნელოვან ზიანს.
Podemos პარტიის ლიდერმა, იონე ბელარამ გადაწყვეტილებას, თავისუფლებების საფრთხე, უსამართლო, ცენზურა და სრულიად არაპროპორციული უწოდა.