წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონის კედელს შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.