ირაკლი ღარიბაშვილი „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნაზე – ესეც მორიგი საბოტაჟია – ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ქვეყნის ინტერესების გატარებით

ესეც მორიგი საბოტაჟია – ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ჩავარდნასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია პირდაპირ მტრობდა ქვეყანას.
„ესეც მორიგი საბოტაჟია. ოპოზიცია გახსოვთ ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის დროს, შემდეგ სტატუსის მინიჭების დროს როგორ იქცეოდა. პირდაპირ მტრობდა ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიგვეღო ჯერ უვიზო რეჟიმი და სტატუსი. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს