მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენეს“, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.