პუტინი: ტერორისტები უკრაინისკენ მოძრაობდნენ, სადაც საზღვრის გადაკვეთის გეგმა მზადდებოდა

გუშინ მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას სიტყვით პირველად მიმართა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც უკრაინული მხარე მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას გეგმავდა.
“…რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიული სამსახურების ქმედებების შედეგებს, შემდეგის თქმა შეიძლება: ტერორისტული თავდასხმებში პირდაპირ ჩართული ოთხივე პირი, ყველა მათგანი, ვინც ხალხს ესროლა და მოკლა, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი გაქცევას ცდილობდნენ და უკრაინის მიმართულებით მოძრაობდნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინული მხარისგან მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის ფანჯარა მზადდებოდა”. – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, “ჯამში 11 პირია დაკავებული. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, რათა ტერორისტების დამხმარე ბაზა გამოვააშკარაოთ, რომლებმაც მათ გადაადგილების საშუალებები მისცეს, დაგეგმეს დანაშაულის ადგილიდან გაქცევის გზები და მათთვის შეიარაღება, ფული და აღჭურვილობა მოამზადეს”.