მამუკა მდინარაძე აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლაზე – ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ – ჩვენ უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და მშვიდობა, განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა – მერე რკინიგზაზეც ვისაუბრებთ

ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსის დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რკინიგზაც გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ჯერ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის მთავარი სირთულე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია ხელისუფლების პოზიცია აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სარკინიგზო მიმოსვლა აღსდგება.
მდინარაძე ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარს არ ადასტურებს.
„ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ინტერესების დაცვის, ეკონომიკური წინსვლის, ევროინტეგრაციაზე ზრუნვის და ამ ევროპული ოჯახის წევრობის კვალდაკვალ, ერთად ზრუნვაა რთული და ამას ებრძვიან. ამის შემდეგ, ჩვენ რკინიგზა კი არა, ჩვენი მოქალაქეები უნდა შევარიგოთ, ჩვენ უნდა შევრიგდეთ, კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ომის მოწოდებებით კი არ უნდა შევიდეთ, რაღაცები ვაკეთოთ, ამ ჭრილობას მეორედ ჩვენი ქვეყანა – ვერც აფხაზები, ვერც ოსები და ვერც ქართველები ვეღარ გადავიტანთ. ჩვენ უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და მშვიდობა, განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა. მერე რკინიგზაზეც ვისაუბრებთ, ჩვენს ტერიტორიებზე, იმ ხალხთან ერთად განვითარებაზეც ვილაპარაკებთ, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი და არა ის, რომ ვიღაცებმა შემოაგდონ კითხვები, პროვოკაციულად დაისვას, მერე ოჩამჩირეზე გადავიდნენ და ილაპარაკონ ოჩამჩირეში თითქოს, დღეს გაიგეს, რომ რუსები ოკუპაციას ახორციელებენ, მშენებლობებს აწარმოებენ, რომელიც 2011 წელს ისეთი ინტენსივობით მიდიოდა, რომ საერთოდ არ გაგვიგია არავის, ახლა ვიგებთ, რადგან მათი მედია გვიმალავდა. ახლა გააქტიურდა თემა, რაც 2011 წელს უნდა გაგვეგო, მთავარი სწორი ხაზია, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ, დავუბრუნდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა