“ეს სიგნალია რუსეთისათვის, რომ ნატოს ფოკუსი მთლიანად აღმოსავლეთისაკენ გადადის” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუმინეთში, კონსტანცასთან, შავი ზღვის მომიჯნავედ დაიწყო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზის მშენებლობა ევროპაში. ბაზა 30 კილომეტრის სივრცეს მოიცავს, ექნება თავისი ასაფრენი ბილიკი, სამხედრო ტექნიკური საწარმო, საავადმყოფო და 10 ათას სამხედროზე გათვლილი ყაზარმები. ბაზიდან ეფექტურად განხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის დაფარვა. იმ ფონზე რომ კონვენციური არმიის ზომის შესახებ არსებული 1990 წლის შეთანხმება (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) ფაქტობრივად ანულირებულია, ახლა აღმოსავლეთ ევროპის ფლანგის გაძლიერება ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისათვის, რომ ნატოს ფოკუსი მთლიანად აღმოსავლეთისაკენ გადადის. შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერება საქართველოს ინტერესებში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო