ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი, სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია ყოფილიყო. თქვენც ასე წყნარად, ღიმილით დაგესვათ ასეთი კრიტიკული კითხვები, როგორსაც ახლა მეკითხებით – მათ შორის, სულელური კითხვებიც და ამაზე არავინ გამოგკიდებოდათ.
სულელურია ყველა კითხვა, რომელიც გულისხმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არის მარაზმატიკული, მოღალატეობრივი და სულელური კითხვა, რომელიც შეიცავს მოცემულობას, რომ 2006 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა.
უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მთავარი არხისა და ფორმულას ჟურნალისტებმა მდინარაძეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის შესახებ ჰკითხეს, რომელშიც, ჟურნალისტების თქმით, წერია, რომ ივანიშვილის მიერ 2013 წელს დატოვებული თანამდებობის შემდეგ, მისი ყველა “მემკვიდრე” მაინც მასზე დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ასევე, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მათ შორის, 2016 წელთან შედარებით.