გიორგი ტყემალაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უნგრეთის ელჩთან, ანა მარია შიკოსთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში შედგა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ლევან არველაძე ესწრებოდა.
გიორგი ტყემალაძემ სტუმარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსთვის ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და გვერდზე დგომა,’’-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ანა მარია შიკოს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ, მათ შორის, სატრანსპორტო რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
,,თბილისის მუნიციპალიტეტი არაერთ რეფორმას და პროექტს ახორციელებს და ამ პროცესში ბუდაპეშტის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დასასრულს, გიორგი ტყემალაძემ და ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა შედეგიანი იქნება და ეს შეხვედრა თბილისსა და ბუდაპეშტს კიდევ უფრო დააახლოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ