თეა წულუკიანი: …მაგრამ მე ბუა არ ვარ

„გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების საკითხზე ს მიმართ გაკეთებული იმ განცხადების შესახებ, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ გაკლიათ გამბედაობა და შეგიძლიათ, ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. მათ (ხელისუფლებას) ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას