პაატა ბურჭულაძის სარჩელი შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის სარჩელზე, რომლითაც ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შალვა რამიშვილს უჩივის, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა პაატა ბურჭულაძის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მისი სარჩელი POSTV-ის პროპაგანდისტი ჟურნალისტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, საქართველოში ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ კი, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.
“მოგეხსენებათ, POSTV და შალვა რამიშვილი დღეს რა მხარეს წარმოადგენს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოსამართლემაც ჩათვალა, თითქოსდა სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარე ის განცხადებები რაც გაკეთდა შალვა რამიშვილის მხრიდან შეესაბამება ეტყობა სიმართლეს, მათი შეფასებით. […]
თითქოსდა, ამ განცხადებებით არ შელახულა პაატა ბურჭულაძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ღირსებას, პატივს და საქმიან რეპუტაციას არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს – მთავარია, რომელ მხარეს წარმოადგენ, ვისი ინტერესების დამცველი ხარ და რა პოზიცია გიჭირავს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მხარე რომ ყოფილიყო ამის ადრესატი, აუცილებლად სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას, რითაც დადასტურდებოდა, რომ შეილახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.